Thursday, July 13, 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება:  ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან  1952-2012 წ.

პროექტის მთავარი იდეა:  გავაცნოთ მოსწავლეებს ოლიმპიური ჩემპიონები
საქართველოდან,  ოლიმპიურ ჩემპიონებთან   შეხვედრა. მოსწავლეებს კვლევა-ძიების არეალში გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

პროექტის აქტუალობა: პროექტი მისცემს მოსწავლეებს საშუალებას შეაფასონ საქართველოს ოლიმპიელთა ღვაწლი, რაც გაზრდის მათ მოტივაციას სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ.

პროექტის მიზნები:
1. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საქართველოს ოლიმპიელებზე;
2. მოძიებულ.ინფორმაციას გაანალიზებენ   და შექმნმნიან ელექტრო პუბლიკაციას, რომელსაც განათავსებენ ინტერნეტში;
3. მოაწყობენ პროექტის საზეიმო ღონისძიებას, რომელზედაც მოახდენენ პუბლიკაციის პრეზენტაციას.

მონაწილეთა  ასაკი: 10 კლასი 15-16 წ.

ვადების ხანგრძლივობა: 7 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან და შექმნიან ელექტრონულ პუბლიკაციას,რომლით სარგებლობა შეეძლებათ სხვებსაც.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სპორტული ლიტერატურა, ჟურნალები, ფოტო მასალები ვიდეო და აუდიო რეპორტაჟები.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): საქართველოს 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, მოსწავლეები დიდი გულისყურით მოიძებენ მათ სპორტულ მიღწევებს, რომელმა სპორტსმენმა სად,როდის და რა სახეობაში მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება, ვინ იქნება მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ი.ს.ტ - ი.

პროექტის ხელმძღვანელი: არჩილი ლაზარიაშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: archili.lazariashvili@gmail.com